21:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 12:41:52, 443 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - მგზავრობის საფასურის გამარტივებული გადახდისთვის ბრენდირებული QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ

თბილისის მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებულ,  მგზავრობის  ღირებულების QR კოდით გადახდის ინოვაციურ სერვისზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა  და  დაინტერესებულ ტაქსის მძღოლებს სერვისის გამოყენების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა. 

კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში,  22 მაისიდან შეძლებენ. 

„წინა მთავრობის სხდომაზე გაგაცანით სიახლე, რომელიც ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის  მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული,  არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ. 

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ  QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR  კოდის  საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR  კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლით მობრძანდეთ თბილისის მერიის,  სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics