17:17 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 10:47:59, 703 ნახვა

პოლიტიკა
ნაუსედა - ქართველებმა უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად

თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად,- ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ რეიკიავიკში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაუსედას თქმით, საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი.

"საქართველო ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და მოხარული ვარ, რომ ვხედავ ქართულ დელეგაციას სამიტზე. მრგვალ მაგიდასთან დისკუსიები გვექნება, იმედი მაქვს, ევროსაბჭოს სამიტზე გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეთ, რადგან ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მხოლოდ მეოთხედ იმართება ლიდერების შეხვედრა.

მე მხარს დავუჭერ საქართველოს, თუ დაკმაყოფილდება წინაპირობები - რეფორმების იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა. საქართველომ ძალისხმევა უნდა გასწიოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გახდეს ჩვენი ევროპული თანამეგობრობის წევრი. გვჭირდება დინამიკა. მე ვიცი, ქართველი ხალხი ენთუზიაზმით აღსავსეა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ უნდა დააჩქაროთ თქვენი ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს შეგიძლიათ. მე მიყვარს საქართველო",- განაცხადა ნაუსედამ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics