|
2023-05-17 10:39:02, 692 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი ბიომრავალფეროვნების ფინანსირების მე-5 გლობალურ ფორუმს დაესწრო
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ კეიპტაუნში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, გლობალური პროექტის - „ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივა“ (BIOFIN) ფარგლებში გამართულ ბიომრავალფეროვნების ფინანსირების მე-5 გლობალურ ფორუმს დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილი მონაწილეობდა მაღალი დონის სესიებსა და პანელურ დისკუსიებში, სადაც ბიომრავალფეროვნების ფინანსირების კუთხით ძირითადი მიგნებები და გამოწვევები განიხილეს, გააზიარეს საუკეთესო გამოცდილებები და გლობალური ინიციატივის სამომავლო ნაბიჯები განსაზღვრეს. "საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს BIOFIN-ის განხორციელების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო და ის ძირითადი მიგნებები წარადგინა, რაც ბიომრავალფეროვნებაზე პოტენციურად უარყოფითი ზეგავლენის მქონე სუბსიდიების შეფასებასა და შემცირებას უკავშირდება. სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობას, პესტიციდების გამოყენების შემცირებასა და მდგრადი წარმოების ხელშეწყობას. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებების ერთი სამინისტროს კომპეტენციაში არსებობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და ბიომრავალფეროვნების პრინციპების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება/განხორციელებას. ბიომრავალფეროვნების ფინანსური ინიციატივა (BIOFIN) გლობალური პროგრამაა, რომელიც 2012 წლიდან პროგრამის მონაწილე ქვეყნებში ბიომრავალფეროვნების ფინანსური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას უწყობს ხელს. BIOFIN-ის მხარდაჭერით, 2016 წლიდან, რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ბიომრავალფეროვნების ფინანსური საჭიროებების საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი შეფასება კეთდება და ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ფინანსური დანაკლისის შევსების მიზნით, შესაბამისი აქტივობები ტარდება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)