|
2023-05-17 00:04:33, 761 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე რუსეთიდან ფრენებზე - როგორც ცალმხრივად დააწესეს სანქცია, ასევე ცალმხრივად მოხსნეს
2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად დაგვიწესა სანქცია, დასაჯა საქართველოს მოქალაქეები, ცალმხრივად შეუზღუდა მათ ადვილად გადაადგილების შესაძლებლობა პირდაპირი ფრენების აკრძალვის სახით. რუსეთს ამისთვის არავის თანხმობა არ სჭირდებოდა, ბუნებრივია, ჩვენ არავითარი თანხმობა არ მიგვიცია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხსის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც ცალმხრივად დააწესეს ეს სანქცია, ასევე ცალმხრივად მოხსნეს, ანუ თანხმობა არის უკვე არასწორი ინტერპრეტაცია. რაც შეეხება დოკუმენტების გაგზავნას საქართველოდან, ირაკლი კობახიძის თქმთ, გაიგზავნა სამი ტექნიკური დოკუმენტი და ამ ტექნიკური დოკუმენტების არ გაგზავნა, ნიშნავს სანქციის დაწესებას. „მახსოვს, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მაშინდელი შეშფოთება სხვადასხვა, მათ შორის იმ კუთხით, რომ ისინი წუხდნენ ჩვენი მოქალაქეების გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღესაც საინტერესოა ჩვენი მოქალაქეების და თანამემამულეების მდგომარეობა, ეს საკითხი არის ერთ-ერთი, რაზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ანუ ცალმხრივად დაგვიწესეს სანქცია, მოქალაქეებს დაუწესეს სასჯელი და ეს სანქცია, როგორც ცალმხრივად დააწესეს ასევე ცალმხრივად მოხსნეს, ეს არის რეალობა, ანუ თანხმობა არის უკვე არასწორი ინტერპრეტაცია. რაც შეეხება დოკუმენტების გაგზავნას საქართველოდან, გაიგზავნა სამი ტექნიკური დოკუმენტი, ამ ტექნიკური დოკუმენტების არ გაგზავნა, ნიშნავს სანქციის დაწესებას. მნიშვნელობა არ აქვს სანქცია არის გაფორმებული იურიდიულად, თუ ირიბად აწესებ, რა მნიშვნელობა აქვს, შენ აცხადებ სანქციის ფორმით, რომ ვაჭრობას წყვეტ რომელიღაც ქვეყანასთან, მაგალითად რუსეთთან, თუ რეალურად კეტავ საზღვრებს და ა.შ. სანქცია არსებობს ფორმალური და არსებობს არაფორმალური. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ არც ფორმალურ და არც არაფორმალურ სანქციებს არ ვაწესებთ რუსეთის ფედერაციის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
საქართველოს ბანკის ფინანსური განათლების ეკოსისტემა - ინიციატივა, რომელიც ფინანსურ განათლებას ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომს ხდის
დუროვმა რუსეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალს ფოტოთი უპასუხა
ბერძენიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სოციალურ მედიაში საკუთარი აზრი გამოხატონ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)