|
2023-05-15 01:07:33, 904 ნახვა
საზოგადოება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 14 წელი გავიდა. 2009 წლის 14 მაისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა და მუშაობა დაიწყო, ონლაინ მედიის ერთ-ერთმა წამყვანმა საშუალებამ. "ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" დაარსებიდან 14 წელი გავიდა! ათიათასობით ერთგულ მკითხველს მადლობას ვუხდით ერთგულებისთვის და დაფასებისთვის! იმედია, რომ კვლავაც აირჩევთ "ექსპრესნიუსს". " - წერია კომპანიის მოკლე შეტყობინებაში. "ექსპრესნიუსმა" იმ დროისთვის დაამკვიდრა მაღალი ჟურნალისტური სტანდარტი, ფაქტი და კომენტარი გაყო ერთმანეთისაგან, რათა მკითხველს უფრო კარგად განესხვავებია მოსაზრებ ფაქტისგან. მკითხველის ინტერესებზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მომუშავე სააგენტოს მაღალკვალიფიციური ჟურნალისტები ზრუნავენ, რომლებიც საკუთარი წყაროებისგან 24 საათის განმავლობაში იღებენ და ავრცელებენ ინფორმაციებს ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. სხვადასხვა კვლევით, არაერთი ანგარიშით, რომლელიც გავლენიან და ავტორიტეტულ ორგანიზაციებს აქვთ გავრცელებული „ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსი“ რჩება, სანდო, ოპერატიულ და დაბალანსებულ მედია საშუალებად. მას ენდობიან, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მაღალი კლასის მენეჯერები. მკითხველები. „ექსპრესნიუსი“ 14 წელია აშუქებს ყველა იმ მოვლენას, რომელიც საქართველოში ხდება. არის ახალი ამბების ეპიცენტრში და ცდილობს მკითხველმა მიიღოს, სწრაფი და დაბალანსებული ინფორმაცია. მაღალი ნდობა, ასევე მზარდი რეიტინგი განსაზღვრავს იმას, რომ ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი ფინანსურადაც დამოუკიდებელია და სარეკლამო შემოსავლებით ირჩენს თავს. სააგენტოსთან პარტნიორობენ, საშუალო და მაღალი რანგის მენეჯერები, ეკონომიკურად და პოლიტიკურად აქტიური, საქმიანი ადამიანები. ბანკები, ფარმცევტული კომპანიები სხვაასხვა სარეკლამო კომპანიები. ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიიუსის“ ვებ–გვერდი დამზადებულია თანამედროვე სტანდარტებით, რომელიც ამერიკულ და ევროპულ მედიაში გვხვდება. ვებ–გვერდი მჭიდროდ არის ინტეგრირებული სოციალურ მედიასთან.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)