|
2023-05-14 11:28:28, 781 ნახვა
საზოგადოება
KfW-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
გერმანიის რეკონსტრუქციისა და საკრედიტო ბანკის (KfW) აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში ერნესტ პიტერ ფიშერი ესწრებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. ხაზგასმით აღსანიშნავია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების პროექტი, როგორც პირველი პრეცედენტი, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ადმინისტრაციული შენობა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა. „მისასალმებელი და პატივსაცემია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვა. მოხარული ვართ, რომ საქართველოში გვყავს ასეთი კარგი პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვიცავთ ბუნებას, ვიცავთ მნიშვნელოვან სახეობებს. ჩვენ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გვაკავშირებს ძალიან წარმატებული პარტნიორობა, ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს იმისთვის, რომ ბიომრავალფეროვნებამ გააგრძელოს არსებობა. გვახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობასაც აქვს ძალიან გრძელვადიანი გეგმები და მიზნები ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ქრისტიან ლეიბახმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) აღმასრულებელი საბჭოს წევრმა. აღსანიშნავია, რომ, 2022 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის (KFW) ხელი მოეწერა პროექტს „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“, რომლის ფარგლებში, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16,250 მილიონ ევროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მიიღებს დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობისთვის. სამუშაო შეხვედრაზე, მხარეებმა, ასევე, განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) საქართველოში მიმდინარე პროექტები.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)