2023-05-13 16:23:49, 855 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - თუ EU-ს არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია, რა აზრი აქვს მის არსებობას?
თუ ევროკავშირს არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია - მშვიდობა და კეთილდღეობა, მაშინ რა აზრი აქვს მის არსებობას?,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, ევროკავშირმა უნდა გააუქმოს რუსეთისთვის დაკისრებული სანქციები.
"ევროპული თანამშრომლობის თანამედროვე ფორმა ევროკავშირი დაიბადა ორი მიზნით, ორი მისიით: მშვიდობა და კეთილდღეობა. დღეს ჩვენ კისრამდე ომში ვართ და ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები სულ უფრო შემაშფოთებელი და ბნელია.
თუ მას არ შეუძლია შეასრულოს თავისი თავდაპირველი მისია, რა აზრი აქვს ევროკავშირს?",-განაცხადა ორბანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,