|
2023-05-12 17:17:49, 839 ნახვა
საზოგადოება
სამართალშემოქმედებითი პროცესი იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური ციფრული პლატფორმის გამოყენებით წარიმართება
იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი პროექტი „სამართლის ინოვაციური ტექნოლოგიები" დასრულდა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ციფრული ხელსაწყო (digital tool), რომელიც სამართალშემოქმედების პროცესის ავტომატიზაციას ითვალისწინებს, უკვე გამართულად ფუნქციონირებს. უწყების ინფორმაციით, სამუშაო პროცესში ციფრული პლატფორმის გამოყენებისათვის რამდენიმეეტაპიანი გადამზადება გაიარეს სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის თანამშრომლებმაც. შესაბამისი სერტიფიკატები მათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და პროექტის ავტორებმა გადასცეს. "ლიგალტექის პროგრამა „Logos"-ის გამოყენებით სამართლებრივი აქტების პროექტების შექმნა ამარტივებს სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესს და შესაძლებელს ხდის ტექსტის გარდაქმნას სქემატურ გამოსახულებად, აგრეთვე, ნორმათა ციფრულ ვიზუალიზაციას. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამას სამართალშემოქმედებით საქმიანობაში იყენებს გერმანიის იუსტიციის ფედერალური სამინისტრო. პროექტის ავტორები არიან შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ხუბუა და ბტუ-ს სამართლის ტექნოლოგიების ასოცირებულ პროფესორი, სამართლის ინჟინერი ლადო სირდაძე. პროგრამის განხორციელებაში ჩართული იყო ვიადრინას უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორი, ვენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი შტეფან ბრაიდენბახი. იუსტიციის სამინისტრო უწყების საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისათვის საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს 17 საუკეთესო პროექტი დაფინანსდა",- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)