|
2023-05-12 09:19:20, 2151 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას, წელს ვიღებთ 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას
ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და სხვათა შორის, იმ ხალხის მიერ წამოწყებული კამპანია, ვინც თავს დებს, რომ ჯარი უყვარს და ჯარზე ზრუნავს, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საერთაშორისო სწავლება „Defender 2023” საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციას უპასუხა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში საქართველო გერმანიასა და თურქეთში ორ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობს. „შარშან გვქონდა რეკორდული შედეგი, როდესაც ვუმასპინძლეთ 6 საერთაშორისო სწავლებას. წელს ვიღებთ დაახლოებით 20 საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას. ეს კონკრეტული შემთხვევა, რომელიც უკავშირდებოდა მხოლოდ ლოჯისტიკური ხარჯების მიმართულებით რამოდენიმე მილიონის ხარჯს. რა თქმა უნდა, პარტნიორებმა გვირჩიეს, რომ ეს იქნებოდა ჩვენის მხრივ არაგონივრული ნაბიჯი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, რამოდენიმე მილიონის დახარჯვა რომელიმე კონკრეტული სწავლების ლოჯისტიკურ ხარჯებში არ არის გამართლებული, რადგან ამ სახსრებით ფინანსდება სოციალური საკითხები, შეიარაღება და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)