11:28 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 17:45:25, 934 ნახვა

სამართალი
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 316,87 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 25 103 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 4 602 ლარის ოდენობით შეეფარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics