|
2023-05-11 15:32:09, 743 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დელეგაციას უმასპინძლა
დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ უმასპინძლა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ერნსტ პეტერ ფიშერს და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) დელეგაციას, ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, კრისტიანე ლაიბახის ხელმძღვანელობით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის ცენტრს და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს. მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გერმანულ მხარეს თბილისის მდგრადი სატრანსპორტო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. კერძოდ, მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულების - ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების დანერგვის პროცესში დახმარებისთვის. „გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკთან (KFW) თანამშრომლობით დაწყებული პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში გამოყოფილი 47 მილიონი ევრო მოხმარდება საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას. აღნიშნული სისტემა მომდევნო 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად დაინერგება“,- განუცხადა ანდრია ბასილაიამ გერმანელ ჟურნალისტებს, რომლებიც დელეგაციას ახლდნენ. მისივე თქმით, გერმანული მხარის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, ვინაიდან გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა აქტიურად უწყობს ხელს თბილისის მდგრად ურბანულ განვითარებას, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) თბილისის მერიასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. პროექტი მოიცავს რამდენიმე ძირითადი მიმართულებების დახვეწას და განვითარებას. მათ შორისაა: შუქნიშნების კონტროლის სისტემა; საავტობუსო პრიორიტეტის დანერგვა; სატრანსპორტო ნაკადების ინტეგრირებული მართვა; პარკინგის მართვა; საგანგებო შემთხვევების დროს გადაადგილების პრიორიტეტის დანერგვა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)