|
2023-05-10 14:59:35, 782 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა თავდაცვის ძალებში საბრძოლო მომზადების კურსი დაასრულეს
საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრმა ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასოციაციის წევრებს რამდენიმე დღის განმავლობაში სამედიცინო, ტოპოგრაფიული, საინჟინრო, საცეცხლე, სამოქალაქო თავდაცვის მიმართულებით თეორიული სწავლებების გავლისა და საერთო საჯარისო ცენტრის ხელმძღვანელებისა და ინსტრუქტორების დახმარებით, მათი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდათ. "კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში შეკრებულ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე შეხვდა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებისთვის თავდაცვის ძალების, ჯარისკაცის ცხოვრების, ჯარში არსებული პირობებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაცნობის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობის, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის მნიშვნელობა აღნიშნა ასევე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებს მსგავსი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა. სამხედრო ბაზაზე ვიზიტისა და მომზადების განმავლობაში, სტუმრებს თავდაცვის ძალების მიზნებისა და სტრუქტურის, საერთო საჯარისო ცენტრის ამოცანის, თავდაცვის კოდექსის პროექტისა და მასში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. საერთო საჯარისო ცენტრში ინდივიდუალური საბრძოლო მომზადების კურსი უკვე ჩაუტარდათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს",- ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)