|
2023-05-09 12:33:54, 824 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს
ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით რეფორმა განახორციელდა. "ოპოზიციამ საბოტაჟის მთელი კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს და მუდმივად იყოს მოულოდნელი ცვლილებების მოლოდინში... არის მიღებული გადაწყეტილება, რომ ელექტრონულად ტარდება და პროპორციული, წარმოიდგინეთ, რამხელა რეფორმა მოხდა ამ სისტემაში და ამათ, ამ მართლა საბოტაჟის სცენარისტებს მოუნდათ უცებ თემის სხვა საკითხზე გადატანა",- ამბობს გიორგი ვოლსკი. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და საკანონმდებლო ორგანისთვის წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ცვლილებები, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს და რომელთა ინიციატორებიც "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან, „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)