|
2023-05-08 17:15:11, 884 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინმა ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 9 მაისის წინ, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს. მილოცვაში პუტინმა აღნიშნა, რომ "ამ დღეს რუსეთი ღრმა პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა თავდაუზოგავმა ბრძოლამ და მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ნაცისტი დამპყრობლების განადგურება". "დღეს ჩვენი მორალური ვალია, წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და პაპების მიერ გადმოცემული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული სიმართლის დამახინჯება ისევე, როგორც ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და სხვა იდეოლოგიური მემკვიდრეების გამართლება", - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)