|
2023-05-06 01:31:15, 1480 ნახვა
საზოგადოება
იატაკის გათბობა - რატომ ავირჩიოთ ის?
ზამთრის სეზონზე სახლში სიმყუდროვის და კომფორტის შესაქმნელად გათბობის გამართული სისტემები მთავარი საშუალებაა. სამწუხაროდ, ბაზარზე წარმოდგენილი სისტემების უმრავლესობა ხშირად საკმარისად არ ათბობს მთელ სივრცეს, ამიტომ რადიატორის განთავსების ადგილებში ყოფნა ბევრად უფრო სასიამოვნო ხდება. თუ ყველაზე პერსპექტიულ გათბობის სისტემას ეძებთ, მაშინ ,,თბილი იატაკი“ ყველაზე გონივრული არჩევანია, თუმცა მის მოწყობაზე ზრუნვა სეზონამდე უნდა დაიწყოთ, რათა მაღალი მოთხოვნის გამო, თქვენი დანახარჯები ერთიორად არ გაიზარდოს. თერმოინდუსტრია ქართულ ბაზარზე ევროპული მასალების ერთ-ერთი ლიდერი იმპორტიორია. კომპანიაში შეგიძლიათ შეიძინოთ იატაკის გათბობის თანამედროვე სისტემები, რომლებსაც მოჰყვებათ ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები. იატაკის გათბობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები იატაკის გათბობა ჩაშენებული გათბობის სისტემების თანამედროვე გადაწყვეტაა. სისტემის ძირითადი მახასიათებელი ცირკულირებადი ცხელი წყალია, რომელიც მილების საშუალებით სითბოს, მთელ სივრცეში, თანაბრად ანაწილებს. თბილი იატაკი გათბობის ეკონომიური სისტემაა, რომელსაც გაწეული ხარჯების 50%-მდე შემცირებაც კი შეუძლია. წყლის ტემპერატურა 50 გრადუსს არ აღემატება და ხშირად სივრცის კლიმატკონტროლისთვის 40 გრადუსიც სრულიად საკმარისია. თბილი იატაკის დაყენებისას გაითვალისწინეთ: ● ამ დროს ოთახის იატაკი უწყვეტი კონვექციური ზედაპირი ხდება, რომელიც ასხივებს სითბოს; ● ტრადიციული რადიატორებისგან განსხვავებით, გაცხელებული იატაკი ჰაერს დაუყოვნებლივ ათბობს 22-24 გრადუსზე; ● ეკოლოგიურად ამ სისტემის გამოყენება გამართლებულია, რადგან თბილი იატაკი ჯანსაღ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის (არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს); თბილი იატაკის მონტაჟის სირთულე ვლინდება იმ შემთხვევაში, თუ კაპიტალური რემონტი უკვე ჩატარებულია და თქვენ ზედაპირის მექანიკური დაზიანება გიწევთ მილების გასაყვანად. სისტემა წყალგაუმტარი ცემენტ-ბეტონის ფენისგან და დეკორატიული იატაკისგან შედგება. თბილ იატაკს ვერ დაამონტაჟებთ კიბეზე და პატარა დერეფნებში. ასეთ ადგილებში დამატებითი რადიატორებია საჭირო. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში იატაკის დემონტაჟი აუცილებელია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოთ და იატაკის გათბობისთვის ყველაზე მაღალხარისხიანი მილები გამოიყენოთ. არაკვალიფიციური პირების მიერ იატაკის გათბობის დამონტაჟებისას შესაძლოა, სისტემის ცენტრალურ გათბობასთან შეერთებამ, წნევის ვარდნა და სითბოს რადიკალური შემცირება გამოიწვიოს. ასევე გაჟონვის შემთხვევაში მეზობლების დატბორვის საფრთხე მაღალია. ამ და სხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად გამოცდილ კომპანიას უნდა მიმართოთ, რომელიც მსოფლიოში აპრობირებული სისტემების ფართო არჩევანს და გამოცდილი ტექნიკოსების მომსახურებას შემოგთავაზებთ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)