17:16 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-05 15:44:37, 1070 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მერვე მიკრორაიონის N1 კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N1 საცხოვრებელ კორპუსთან ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით, გამგეობა აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ, 16 ავტოფარეხისა და უსახური შემოღობვების დემონტაჟს ახორციელებს. ამის შემდეგ საპარკინგე სივრცე მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.

„ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდებარედ N2 – N4  კორპუსთან არსებული დაზიანებული სკვერი სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. აღნიშნულისთვის დაახლოებით, 250 000 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics