00:51 - 30 Jul, 2026
|
2023-05-05 14:33:36, 1007 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა პრემიერმა - ჩვენთან უმცირესობაც და უმრავლესობაც დაცულია
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას იწონებს. როგორც გომელაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მთავრობის მეთაურმა "ძალიან კარგი განცხადებები" გააკეთა. "ძალიან კარგი განცხადებები გააკეთა ბატონმა პრემიერმა, ჩვენს ქვეყანაში ყველა დაცულია - უმცირესობაც, უმრავლესობაც და ყველა. იცით ძალიან კარგად და ახლა ნუ გამომეკიდებით",- უთხრა შს მინისტრმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, გუშინ, 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციას (CPAC) სიტყვით მიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)