05:52 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 16:32:01, 773 ნახვა

საზოგადოება
SOLO, როგორც ქართული მოდის მხარდამჭერი, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გენერალური სპონსორია

4-8 მაისს Factory Tbilisi-ში მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ი გაიმართება. პროექტის გენერალური სპონსორია SOLO.

ქართული მოდის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის შექმნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოდის მიმდევრები, კრიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები ეწვევიან. ჩვენებაზე წარმოდგენილი იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დიზაინერები, მათ შორის: SITUATIONIST, KEBURIA,  TATUNA, AKA NANITA, INGOROKVA, DATUNA, TAKO MEKVABIDZE, BERHASM, UVENTA, JEAN GRITSFELDT, RECKLESS და სხვა. 

Factory Tbilisi-ს სივრცეში წარმოდგენილი იქნება SOLO Boutique-ის სტენდი, სადაც ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ გამორჩეული ბრენდების  (Crash Baggage, Gaggia, Philippe V, Luccaffe, Stetson, Bangle Up...) პროდუქცია და  SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლონ. 

SOLO მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად, SOLO და WM ბარათის მფლობელებისთვის აღნიშნული ბრენდების ნივთები SOLO ლაუნჯში და Shopshop.ge-ზე არის ხელმისაწვდომი. 

SOLO აქტიურად აგრძელებს ქართული მოდის მხარდაჭერას და ქართველი დიზაინერებისთვის ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობას. SOLO მომხმარებლებისთვის კი მეტი კომფორტისა და გამორჩეული გამოცდილების მისაღებად ახალი, პერსონალურად მათზე მორგებული ინიციატივების განხორციელებას. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics