|
2023-05-04 13:44:26, 1449 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ყველას სურს, რომ ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოში იხილოს
რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე. ეს უნდა მოხდეს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგის სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, პუტინი პასუხს მას შემდეგ აგებს, რაც უკრაინა პუტინის მიერ გაჩაღებულ ომში გაიმარჯვებს. "რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვსურს სხვა ვლადიმერის ნახვა აქ - გვსურს მისი ნახვა ჰააგაში. ის, ვინც იმსახურებს დანაშაულებრივ ქმედებებში მსჯავრს და ეს უნდა გაკეთდეს აქ, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენ გავიმარჯვებთ არა მარტო ბრძოლის ველზე და არა მხოლოდ აგრესიასთან დუელში... ნახეთ, როგორ გაერთიანდნენ მსოფლიოს ქვეყნები უკრაინელების დასახმარებლად",- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებში დღეს ჩავიდა. სახელმწიფოს მეთაურმა პარლამენტს უკვე მიმართა, ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)