|
2023-05-03 17:10:17, 785 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არგენტინის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არგენტინის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბუენოს აირესის გენერალურ პროკურორს და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) პრეზიდენტს ხუან ბაუტისტა მაჰიკესს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და ბუენოს აირესის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "შეხვედრაზე მხარეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიზნით მომავალში ერთობლივი ღონისძიებების გატარების მზაობა გამოხატეს. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს პროკურატურის სტრუქტურული მოწყობის და სხვა ორგანიზაციული საკითხების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და ბუენოს აირესის გენერალურმა პროკურორმა ხუან ბაუტისტა მაჰიკესმა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის საფუძველზეც მხარეებმა ერთობლივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ტექნიკური ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი კვლევების, ტრეინინგების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვის შესახებ მზაობა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ბუენოს აირესის პროკურატურის გამოძიების ცენტრს და სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიას ეწვივნენ, სადაც მტკიცებულებათა მოპოვებასა და შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ პრაქტიკას გაეცნენ. კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული დანაყოფის წარმომადგენლებმა, ქართველ კოლეგებს ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების და გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია გააცნეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ არგენტინელ კოლეგებს კიბერდანაშაულის გამოძიებისას საკუთარი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ბუენოს აირესის უზენაეს სასამართლოში, სადაც არგენტინელმა მოსამართლეებმა მართლმსაჯულების სფეროში მათი როლისა და ფუნქციების შესახებ ისაუბრეს",- ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)