20:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-03 16:49:25, 952 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ზომების მიზანი იქნება, დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც შესაძლოა, გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“, - განაცხადა სობიანინმა.

როგორც მერის და ქალაქის მთავრობის პორტალზეა აღნიშნული, შესაბამისი ოქმი ოპერატიული შტაბის სხდომაზე გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics