|
2023-05-03 12:43:12, 855 ნახვა
პოლიტიკა
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას 20%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5% მისცემდა
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, არც ერთ პარტიას ხმას 34%, არ ვიცი 26%, „ქართულ ოცნებას“ 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ 5%, სხვა პარტიებს ჯამში 6% მისცემდა. პასუხზე უარი გამოკითხულთა 9%-მა განაცხადა. NDI-ის ცნობით, გამოკითხვა 2023 წლის 17 მარტიდან 23 მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია. კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: დემოკრატია, ეკონომიკა, ინსტიტუტები, ქალების პოლიტიკური მონაწილეობა და საგარეო პოლიტიკა. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)