|
2023-05-01 14:13:32, 831 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია იმართება
მთავრობის სხდომის პარალელურად, სახელმწიფო კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. როგორც მშობლები ამბობენ, დღეს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ელოდებოდნენ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე მთავრობის მეთაური განცხადების გაკეთებას არ გეგმავს. მშობლები ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებზე პირადად ესაუბროს. "მოვუწოდებთ ქალბატონ თამარს, მობრძანდით და პირადად აასრულეთ თქვენი სიტყვები, რასაც ჩვენ ვიგებთ ტელევიზიებიდან, რომ აუცილებელია, ეს პრობლემა მოგვარდეს და აუცილებელია, გადაიდგას ნაბიჯები. სხვა შემთხვევაში, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის უბრალოდ ხალხის მოსატყუებლად გაკეთებული განცხადება, რადგან ჩვენამდე არ მოდის თქვენი მზაობა. თქვენ ჩვენ არ გვეუბნებით, რომ მზად ხართ. ასე რომ, რომ მობრძანდით - ჩვენ თქვენს კართან ვართ, თქვენ კარს არ გვიღებთ და ტელევიზიიდან ვიგებთ, რომ თურმე, აუცილებლად უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმი... ჩვენი მიზანი არის, რომ მედიკამენტი კონკრეტულ ვადებში შემოვიტანოთ. მთავარი იყო, რომ 2023 წლის ბიუჯეტში გაგეთვალისწინებინათ",- აცხადებენ მშობლები. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები, დაახლოებით, ორი კვირაა, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციებს მართავენ და ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიტიდის" შემოტანას ითხოვენ. დედები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ, მაგრამ აუდიენცია არ შემდგარა. 24 აპრილს, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". აღსანიშნავია, რომ დედებთან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ზურაბიშვილი აღნიშნულის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილსაც შეხვდა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის საკითხზე სამინისტროს სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მშობლების აქციაზე რამდენჯერმე მივიდა სახალხო დამცველიც. ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ომბუდსმენის აპარატი, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, პროცესში აქტიურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. უფრო ადრე, დედებთან შეხვედრა გამართა თვითონ ზურაბ აზარაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისში, ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)