|
2023-04-28 13:04:53, 901 ნახვა
საზოგადოება
მედიაომბუდსმენი - „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა
მედიაომბუდსმენის ცნობით, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი - ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დაემატა. მედიაომბუდსმენის ცნობით, კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია 2023 წლის 26 აპრილს დაზუსტდა. “გამოძიება გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე”,- აღნიშნულია მედიაომბუდსმენის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მედიამობუდსმენმა, მარტის აქციების საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 7 აპრილს მიმართა. ცნობისთვის, 2 მარტს მოქალაქეები პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რის შედეგადაც პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი - „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს, რომლებსაც გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტაბულას“ ჟურნალისტი და „პუბლიკას“ რედაქტორი სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200 - 2 200 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, პროტესტი გაგრძელდა 7-8 მარტსაც, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)