|
2023-04-27 21:07:20, 1936 ნახვა
სხვადასხვა
ესპანეთში, თითქმის ერთ კვირაში ექსტრემალური სიცხე დადგა, ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევს
ესპანეთს აპრილის ბოლოს დაატყდა მაღალი ტემპერეტურის ტალღა, ტემპერატურის მატების რეკორდი მოსალოდნელია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში. - ამის შესახებ El Pais წერს. ესპანეთი ექსტრემალური სიცხის მძიმე დღეებს გადის, რომელიც ორშაბათს დაიწყო და ამ დროისთვის აშკარა დასასრული არ ჩანს. „ხუთშაბათი და პარასკევი კულმინაციას მიაღწევს ესპანეთის დიდ ნაწილზე და სანამ ტემპერატურა დიდ რაიონებში შაბათს დაეცემა, სიცხე კვლავ ძალიან ინტენსიური იქნება აღმოსავლეთ მესამედში“, გააფრთხილა მოსახლეობა რუბენ დელ კამპომ, სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს (Aemet) სპიკერმა. . დღეს სამხრეთ ესპანეთში, ცენტრალურ ნაწილში და ჩრდილოეთში ტემპერატურა აპრილის ბოლოს ნორმას 10-15 გრადუსით აჭარბებდა, ხვალ პარასკევს სიცხე თითქმის მთელ ქვეყანას დაფარავს. ხოლო გრანადასა და კადისის რაიონებში ტემპერატურა ნორმას 15 გრადუსით გადააჭარბებს სამშაბათს დღიური ტემპერატურა ნორმას 7-12 გრადუსით აღემატებოდა თითქმის მთელ ნახევარკუნძულზე, გარდა ჩრდილოეთ მესამედისა. ვალენსიის თემში ტემპერატურამ 36,2 გრადუსს მიაღწია ხატივასა და კარკასენტის მუნიციპალიტეტებში, რაც ყველაზე მაღალია ქვეყანაში. მხოლოდ ერთ დღეში დაფიქსირდა ტემპერატურის 18 რეკორდი ანდალუზიაში, ექსტრემადურაში, კასტილია-ლა მანჩაში, მურსიაში და ვალენსიის თემში. ოთხშაბათს კორდობამ +36,6 გრადუსი ტემპერატურის რეკორდი განაახლა, რასაც დაემატა სევილიის რეკორდი +36 გრადუსით. შეგახსენებთ, ესპანეთი ევროკავშირს საგანგებო სახსრებს სთხოვს ფერმერების მხარდასაჭერად ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო რაიონებში ექსტრემალური გვალვის პირობებში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)