|
2023-04-27 14:12:03, 1364 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი
რიჟვაძე - ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. უწყების ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები მიმოიხილა. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება, რათა რადიკალურ ჯგუფების მიერ არ მოხდეს ტურისტული სეზონის დისკრედიტაცია. ,,ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა საზღვაო ტურისტული სეზონის მიზანმიმართული დისკრედიტაცია. პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების მიერ. მათ შორის, ზოგიერთი მედია საშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით, ცდილობდნენ მაქსიმალურად მოეხდინათ სეზონის დისკრედიტაცია. თუმცა, ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად ჩვენ გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი. ასევე, რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ჯგუფები ახდენენ იმ ევროპული არჩევანის დისკრედიტაციასაც, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება და ეს მძარცველები ჩვენ გვიწუნებენ საგარეო კურს. თუმცა ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ცხადია რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ აუცილებლად, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ შევძლებთ, რომ გვქონდეს დადებითი შედეგები ყველა მიმართულებით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, ევროპული კურსით, ეს ტენდენციები იქნება შენარჩუნებული და აღნიშნული ღონისძიებებით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მიიღებს.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)