|
2023-04-26 17:03:12, 881 ნახვა
საზოგადოება
ლომინაძე - პროტოკოლზე მუშაობა არის რთული - საქმე ეხება ახალ მედიკამენტს, არც ერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ჯერ შეყვანილიც კი არ აქვს
“პროტოკოლზე მუშაობა არის რთული, შესაჯერებელი პროცესი, მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება ახალ მედიკამენტს და მოგეხსენებათ, არც ერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ჯერ შეყვანილიც კი არ აქვს, რაც ართულებს ამ ჯგუფის მუშაობას”, - აღნიშნულის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ, იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრა. ზაზა ლომინაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი კვირაში ერთხელ იკრიბება, შესაბამისი პროტოკოლი, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შემუშავდება და მასში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები. „დღეს გაფართოებულ თათბირზე, ბევრი ექიმი, ბევრი დაწესებულების წარმომადგენელი, ჯანმო, პარლამენტი, სამინისტრო, ყველა ჩართულები ვიყავით და შევჯერდით, რომ 1 თვის განმავლობაში შემუშავდება ქართული პროტოკოლი/გაიდლაინი,რომელიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ ესა თუ ის რეკომენდაციები. გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო აზრი, გაიდლაინები. სამწუხაროდ ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი ამ დასახელებით, ამ დოზირებით, არ უდევს. ჯგუფი იკრიბება კვირაში ერთხელ და მე იმედი მაქვს, რომ ყველას ჩართულობით ეს ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდება“,- განაცხადა ზაზა ლომინაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)