|
2023-04-26 16:17:01, 621 ნახვა
საზოგადოება
მერია - სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართება
27 აპრილს, 13:00 საათზე, სპორტული მედიცინისა და დიაგნოსტიკის საპილოტე პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა სპორტული მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელ ზურაბ კახაბრიშვილთან ერთად, პრესკონფერენციას გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროგრამა საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან ერთად ხორციელდება და პირველ ეტაპზე, თბილისის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სპორტულ ცენტრებში დაინერგება. პროგრამა მოიცავს 18 წლამდე ბენეფიციარების კომპლექსურ სამედიცინო შემოწმება-სკრინინგს. „მემორანდუმის ფარგლებში, ორივე სპორტული ცენტრის - ა(ა)იპ ქალაქ თბილისის „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ და ა(ა)იპ „ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრის“ 500 ბენეფიციარი 26 აპრილიდან 5 ივნისამდე პერიოდში გაივლიან სამედიცინო შემოწმებას მუხიანისა და ლილოს სპორტულ კომპლექსებში. კომპლექსური სამედიცინო შემოწმების დასრულების შედეგად გაიცემა რეკომენდაციები სპორტში ჩართულობის მიზანშეწონილობისა და ჯანმრთელობის შემდგომი მონიტორინგის შესახებ. პროექტის წარმატებით განხორციელების შემდგომ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, იგეგმება სპორტული მედიცინის სერვისების დანერგვა სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში. სამედიცინო შემოწმება განხორციელდება საერთაშორისო გზამკვლევებისა და პროტოკოლების მიხედვით. მისამართი: სპორტკაფე „ტრიბუნა“, თარხნიშვილის ქ. N2; 28 აპრილი, 12:00 საათი - ტელევიზიების წარმომადგენლების სტუმრობა პროგრამის განხორციელების ადგილზე. მისამართი: მუხიანის IV მიკრორაიონი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი; საკონტაქტო პირი: 593 61 66 70“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)