|
2023-04-26 16:03:06, 634 ნახვა
საზოგადოება
ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, კამერების ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდის დასადასტურებლად, კლინიკა "ვივამედში" დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა, პალატაში მორიგე ექთანი იმყოფებოდა და ის შემთხვევის თვითმხილველია. "წამოიწია და იგრძნო ცუდად თავი, სასწრაფოდ მე ვუთხარი - მიწექი, დაისვენე, არ ადგე. დღეს არის სწორედ ის ქალბატონი ექთანი, რომელიც იმ დღეს იყო, როცა მოხდა [გონების კარგვის ეპიზოდი], მის ხელში მოხდა, ის არის სწორედ მოწმე როგორ დაკარგა გონება... მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება ყველასთვის. სამკითხაო არაფერი აღარ იქნება", - განაცხადა გიული ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)