|
2023-04-25 23:32:29, 1200 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ამერიკის ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომ შეკრიბოთ იმხელა ზიანს ვერ მიაყენებენ ამერიკას, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა
ამერიკის ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, რომ შეკრიბოთ იმხელა ზიანს ვერ მიაყენებენ ამერიკას, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა, - ასე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯო ბაიდენის კანდიდატურის წარდგენას. მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტია, რომელმაც კაცობრიობა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიიყვანა. „თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ამერიკის ისტორიაში ხუთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი, შეკრიბოთ და ისინი არ მიაყენებდნენ იმხელა ზიანს ჩვენს ერს, რაც ჯო ბაიდენმა მიაყენა სულ რამდენიმე წელიწადში. ჯო ბაიდენის სოციალისტური ხარჯების წყალობით, ამერიკელ ოჯახებს ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე საშინელი ინფლაცია ანადგურებთ. ბანკები კოტრდებიან, ჩვენი ვალუტა იშლება და მალე დოლარი აღარ იქნება მსოფლიო სტანდარტი, რაც ჩვენთვის უდიდესი მარცხი იქნება. ბაიდენის პრეზიდენტობისას ხელფასი ყოველთვიურად მცირდება, უკვე ზედიზედ ორი წელია. ჩვენ დავკარგეთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ისევე როგორც დავკარგეთ ავღანეთი. ბენზინის ფასმა ახლახანს ხუთი თვის მაქსიმუმს მიაღწია და კიდევ უფრო განაგრძნობს ზრდას. ჩემი ხელმძღვანელობისას, ჩვენ გვქონდა ყველაზე უსაფრთხო საზღვარი აშშ-ის ისტორიაში. ბაიდენის დროს სამხრეთ საზღვარი გაუქმდა და მილიონობით არალეგალი უცხოელი შემოუშვეს ჩვენთან. ის, რაც დღეს ხდება, წარმოუდგენელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)