|
2023-04-25 17:05:20, 731 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სკრინინგ ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) ახალ პროექტს ახორციელებს
ეროვნულ სკრინინგ ცენტრს პროექტის - „დიაგნოსტიკური სერვისების გაძლიერება ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენისთვის“ ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა მისია ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, უცხოელმა ექსპერტებმა - კარმინა ველასკომ, ოლივიერ პელეტმა და ოლივერა ბჯელაკმა ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ძუძუს სტერეოტაქსიული ბიოფსიის აპარატის მიღებისა და განთავსების მზაობა ადგილზე შეაფასეს. მათი ვიზიტის მიზანი კიბოს სკრინინგულ კვლევაში თანამედროვე სისტემის (PACs) დანერგვა და ცენტრის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობაა. მათივე ცნობით, სტუმრებს სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ და სამედიცინო სამსახურის უფროსმა, თამარ სხირტლაძემ ცენტრის მუშაობის სპეციფიკასთან, სკრინინგის პროგრამებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს. „მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფებით, რათა ადგილზე გავეცნოთ სკრინინგ ცენტრის მუშაობას. მხარდაჭერას გამოვხატავთ ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამისადმი. მზად ვართ, ყველა ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ ტექნიკური ასპექტების გამართვისკენ. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ დიდი წარმატება გვექნება. სადაც არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, იქ იგულისხმება ტექნიკური, ექსპერტული და სამეცნიერო პროგრამები და ეს ყველაფერი ეროვნული სკრინინგ ცენტრის გუნდთან ერთად განხორციელდება“, - განაცხადა ოლივიერ პელეტმა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხივე ფილიალი დაათვალიერეს, ცენტრის მუშაობა დადებითად შეაფასეს და სკრინინგ ცენტრს განვითარებაში მხარდაჭერა აღუთქვეს.
ინვესტიციები თუ ანაბარი - როგორ დავაბანდოთ დანაზოგი ჭკვიანურად?
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)