00:22 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 17:03:19, 701 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში, DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა, ცოტა ხნის წინ ამოქმედებულ, თანაგადახდის წილის ზედა ზღვრის დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"სიახლე, პაციენტის მხრიდან, სამედიცინო მომსახურებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ამცირებს. ცვლილების მიხედვით, საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი არის 10%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის - 20%, არაუმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი 30%, არაუმეტეს 1500 ლარისა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, შეხვედრაზე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, DRG სისტემის ბოლო რამდენიმე თვის ანალიზის შედეგებიც გააცნო.  
შეხვედრაზე, სახარჯი მასალების სტანდარტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ დააწესა. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მ/შ თენგიზ გენძეხაძე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მ/შ ნიკოლოზ კობახიძე, სამედიცინო დაწესებულებებისა და ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლები.  სამუშაო შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შორის, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics