|
2023-04-25 16:39:04, 696 ნახვა
საზოგადოება
„პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივალთ, ვალდებულია სოლიდარობა გამოგვიცხადოს“ - დედების პროტესტი გრძელდება
აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები დღეს პროტესტს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააგრძელებენ. მშობლების განცხადებით, პრეზიდენტი ვალდებულია, როგორც ქალმა და დედამ, მათ სოლიდარობა გამოუცხადოს. მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან ორი წერილი აქვთ გაგზავნილი, თუმცა პრეზიდენტისგან გამოხმაურება არ ყოფილა. "ეს ხომ არის სახელმწიფო? ხომ გვყავს ჩვენ წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ხომ? როგორც იცით, წელიწადი და 5 თვის მანძილზე ვიბრძოდით ამ მედიკამენტისთვის ცივილურად. ჩვენ 2 წერილი გვაქვს გაგზავნილი სალომე ზურაბიშვილთან, ჩვენი ბავშვების შესახებ. დარწმუნებული ვარ წაიკითხა, თუმცა, იქიდან, რომ გითხრათ დიდი გამოხმაურება და გვერდში დგომა ვიგრძენით, ვერ გეტყვით. ამიტომ გადავწყვიტეთ მშობლებმა, დღეს უკვე ბავშვებიც შემოგვიერთდებიან და მოსახლეობა ვინც დღეს გვერდით დაგვიდგება, მივადგეთ პრეზიდენტს თვის რეზიდენციასთან და ვუთხრათ, რომ დაგვინახოს და შეგვამჩნიოს რომ ჩვენ ვარსებობთ, ის ჩვენი ნებით არის პრეზიდენტად მობრძანებული სახელმწიფოს მეთაურად და პრეზიდენტად, ამიტომ ვალდებულია, როგორც ქალმა და დედამ სოლიდარობა გამოგვიცხადოს",- განაცხადა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა. შეგახსენებთ, 24 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს გაიდლაინით მკურნალობას", საქართველო პროგრამაში ჩაერთვება. მთავრობის მეთაურის თქმით, მედიკამენტის შემოტანაზე "ცოტა მოცდაა საჭირო". ამასთან, პროსტესტის მეექვსე დღეს, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციქაზე სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. ომუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პროცესში აქციურადაა ჩართული და აქციის მონიტორინგს ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აქციას მეშვიდე დღეა მართავენ. ისინი მედიკამენტ "ვოზორიტიდის" ქვეყანაში შემოტანისა და დაფინანსების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრასაც ცდილობდნენ. მანამდე, მათთან შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. აზარაშვილის განცხადებით, "თუ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს".
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)