10:28 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-25 15:09:19, 727 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე საგზაო სამუშაოები გრძელდება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მუხიანის აგარაკებზე კიდევ ერთი ქუჩის მოწესრიგება დაიწყო. 

თბილისის მერიის ცნობით, მუხიანი 2-ში, სამეგრელოს ქუჩაზე, დაახლოებით, 800 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი ეწყობა, რისთვისაც 601 438 ლარი დაიხარჯება.

"ამავე მისამართზე 750 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელიც მოეწყობა. მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობის შემდეგ კი,  ორი ფენა ასფალტის საფარი დაახლოებით, 4 400 კვ.მეტრ ფართობზე დაიგება.  სანიაღვრე ქსელისა და გზის საფარის მოწყობისთვის 700 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნულ ქუჩაზე ამ დრომდე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
უკრაინამ ტაგანროგში საავიაციო ქარხანა, ვორონეჟში სამხედრო აეროდრომი და ტუაფსეში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics