|
2023-04-25 12:16:34, 862 ნახვა
საზოგადოება
„არა რუსულ კლანს“ - საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, სასამართლო კლანის სისტემიდან ჩამოშორების მოთოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოპთხოვნაა, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანისგან და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ვიდრე სასამართლო კორუმპირებული და პოლიტიკურად მართული მოსამართლეების ხელშია, მართლმსაჯულება ვერ იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. „სანამ იმ ადამიანებისგან, რომლებიც გამოსახული არიან ჩვენს პლაკატებზე არ გაიწმინდება სასამართლო ხელისუფლება - ანუ კლანი არ დატოვებს სასამართლო ხელისუფლებას, მანამდე ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავალი არის საფრთხის ქვეშ. არა მხოლოდ ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი, არამედ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ითხოვენ პირდაპირ ამ ადამიანების ჩამოშორებას, რადგან ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებლები, კორუმპირებულები და ეს დადასტურებულია საერთაშორისო დონეზე",- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას. სასამართლო კლანის სისტემიდან ჩამოშორების მოთოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია 21 აპრილსაც გამართეს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)