2023-04-23 16:10:23, 1161 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები 23 აპრილს დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),