|
2023-04-22 11:50:46, 959 ნახვა
საზოგადოება
რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეები ძაღლის საბელით დააბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა მოხდა საოკუპაციო ხაზთან
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეებზე ფიზიკურად იძალადეს. ოკუპანტებმა საზღვარი ჩუმად გადმოკვეთეს და საძოვრებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცება სცადეს. როგორც დაზარალებულმა ქალმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, მეუღლესთან ერთად ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მათ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. "როდესაც სოფლის საქონელს ვაძოვებდით, ორი რუსი დაგვესხა თავს. მცდელობა ჰქონდათ ჩვენი გატაცების, მაგრამ ჩვენ გამოვიქეცით, ვირბინეთ. ჩემს მეუღლეს დაეწივნენ, სცემეს, ცდილობდნენ გაეკოჭათ. ფეხებთანაც ორჯერ გვესროლეს. ვყვიროდით, რომ იქნებ ჩვენს მეზობლებს ხმა გაეგონათ. ამასობგაში, მართლაც გაიგეს ხმა და გამოვიდნენ, მაგრამ ვერავინ მოგვეშველა. მერე პოლიციაც მოვიდა და პოლიციის დანახვაზე რუსი ოკუპანტები გაიქცნენ. ჩემს მეუღლეს კონდახი აქვს ჩარტყმული, წარბი აქვს გახეთქილი, თავი აწუხებს სასინლად და ცუდად არი ძალიან",- განაცხადა დაზარალებულმა ქალმა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები მოქალაქეებს თავს ადამიანებზე სანადიროდ გაწვრთნილი ჯიშის ნაგაზით დაესხნენ და ძაღლის საბელით დააბეს. „გატაცების ობიექტები ამ შემთხვევაში გახდა ცოლ-ქმარი, რომლებიც გამოსულები იყვნენ ნახირში და გამოყვანილი ჰყავდათ საქონელი საძოვარზე. ოკუპანტები იყვნენ სამნი და თან ჰყავდათ გაწვრთნილი ნაგაზი, რომელიც იყო გაწვრთნილი ადამიანებზე სანადიროდ. მათ გამოიყენეს ფიზიკური ძალა, გაუსწორდნენ ჩვენს მოქალაქეებს, სასტიკად სცემეს, როგორც ჩვენ ვიცით ჭიდაობაში ჩააბეს კიდევაც ძაღლის საბელით და ცდილობდნენ საბელით გაექაჩათ და აგაეთრიათ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზთან დაცული არაა და ამისთვის სამწუხაროდ არაფერი კეთდება“,- განაცხადა ქაცარავამ. ცნობისთვის, გუშინ 21 აპრილს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა ტერიტორია პოლიციის გამოჩენისთანავე დატოვეს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)