|
2023-04-21 16:51:14, 740 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - ნაფიცმა მსჯულებმა უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები
ნაფიცმა მსჯულებმა ნამდვილად უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოძის თქმით, მზადაა ამ კამპანიაში ჩაერთოს და მსგავსი მოქმედებისკენ კოლეგებსაც მოუწოდებს. "ნაფიცმა მსჯულებმა ნამდვილად უნდა განიხილონ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები. უფრო მეტიც, პარლამენტში არის გირჩის ინიციატივა ნაფიც მსაჯულებზე, რომელსაც მე მხარს დავუჭერ. მურუსიძე-ჩხიკვაძის სასამართლოს ნაფიცი მსაჯულები ნამდვილად სჯობს. მოვუწედებ ჩემს კოლეგებს, განვიხილოთ ეს ინიციატივა და მზად ვარ, ამ კამპანიაში ჩემს კოლეგებთან ერთად ჩავერთო",- წერს დეკანოიძე. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, დღეს 21 აპრილს, მარტიის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ოჯახმა, აქციების კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თორნიკე აკოფაშვილმა და თავისუფლების ინსტიტუტმა პარლამენტის წინ პეტიცია წარადგინეს.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)