|
2023-04-21 15:53:32, 812 ნახვა
საზოგადოება
Porsche | Musya - პორშეს 75-წლიანი ფერადი ისტორია
„Driven By dreams“ – ამ გზავნილში გაერთიანდა პორშეს ისტორია, რომელიც ოცნებებით სავსე ფერად მოგზაურობას უკავშირდება. უკვე 75 წელია, რაც ბრენდი ქმნის მოდელებს, რომლებშიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს. საიუბილეო წლის აღნიშვნა „პორშე ცენტრი თბილისმა“ განსაკუთრებული პროექტით დაიწყო და შექმნა ტაიკანის უნიკალური მოხატულობა, რომელიც პორშეს ფერადი ისტორიითა და მეოცნებე არსითაა ინსპირირებული.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „პორშე თავიდანვე გამორჩეულად ფერადი ბრენდი იყო და დღემდე ასე გრძელდება. ის საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ მკვეთრი ფერები თანაბრად უხდება როგორც სპორტულ, ისე SUV მოდელებს. ბრენდის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, პორშეს უნიკალური ფერები ახალი ტაიკანის თანამედროვე მოდელზეც გადაგვეტანა და ამ გზით გვეჩვენებინა მისი ისტორია. თითოეული ფერი უწყვეტად არის გამოყენებული, რაც გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ პორშეს ფერადი ისტორია უსასრულოდ გრძელდება“. პორშეს ფერებით შექმნილი აბსტრაქტული ნამუშევარი, რომელიც კომპანიამ ტაიკანის გამორჩეულ დიზაინზე გადაიტანა, მხატვარ მუსია ქებურიას ეკუთვნის. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მისთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო, რთული და შთამაგონებელი პროცესი იყო.
მუსია ქებურია, მხატვარი: „ყოველი ახალი ნამუშევარი ახალი გამოწვევაა, თუმცა ეს პროექტი პირველი დღეებიდანვე განსაკუთრებული იყო თავისივე საპასუხისმგებლო დავალებითა და ურთულესი სამუშაო პროცესით. Porsche-ს 75-წლიანი ფერადი ისტორიის გადმოცემა არც ისე მარტივი აღმოჩნდა თვალშისაცემი ვიზუალისა და, ჩემი აზრით, სრულყოფილი ფორმების მქონე ტაიკანზე. ვფიქრობ, დიდი შრომის შედეგად ამ დავალებას სათანადოდ გავართვით თავი და საბოლოოდ შევქმენით უნიკალური დიზაინი, სავსე ფერების პალიტრითა და მათი გრადაციების სინთეზით, რომელიც გამოხატავს უსასრულობას, ფერადი ოცნებებით სავსე უწყვეტ მოგზაურობას დროსა და სივრცეში. მადლიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჩემს პორტფოლიოში დიდი სიამაყით შემეტანა კიდევ ერთ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობა“. „პორშე ცენტრი თბილისის“ ნამუშევარს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა პორშეს სათავო ოფისიდანაც. რეგიონის იმპორტიორთა შეხვედრაზე ის გამორჩეულად წარადგინეს, რათა ორიგინალური ქართული პროექტი სხვა ქვეყნებისთვისაც შთამაგონებელი გამხდარიყო. უნიკალური მოხატულობის ტაიკანს ხშირად შეხვდებით თბილისის ქუჩებში. ბრენდის 75 წლის კამპანიის აღნიშვნას „პორშე ცენტრი თბილისი“ ამით არ ასრულებს. უკვე დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება, რომელთა მთავარი გზავნილიც კვლავ პორშეს ფერადი ისტორია იქნება. -- „პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


.jpg)

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)