|
2023-04-20 19:01:44, 899 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე საგამოძიებო კომიტეტის შექმნის ჩაგდებაზე - ამ გადაწყვეტილებით ქართულ სასამართლოს სოლიდარობას ვუცხადებთ
ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმის მესამედ ჩააგდების საკითხს. მისივე თქმით, ყველა კვლევით სასამართლო სისტემა დგას მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო ოპოზიციური ძალები სისტემის დისკრედიტაციას ცდილობენ, რის საშუალებასაც, როგორც თავად აღნიშნავს მმართველი გუნდი მათ არ მისცემს. "სასამართლო არ არის მათ ხელში, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, მაგრამ განსაკუთრებით ცდილობენ, სასამართლოს თემაზე მოახდინონ მისი დისკრედიტაცია", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)