|
2023-04-20 16:11:41, 633 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
20 აპრილს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში", აზიის განვითარების ბანკის (ABD) მხარდაჭერით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის მიერ, შემუშავებული სხვადასხვა სახის ელექტრონული/უქაღალდო დოკუმენტაციის (სამოდელო კანონის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მიზნით) ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების საკითხებს მიეძღვნა. ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ნათლად იკვეთება ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობების ციფრულ სივრცეში გადატანის უკიდურესი აუცილებლობა. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ელექტრონული ვაჭრობისა და საერთაშორისო „უქაღალდო" ვაჭრობის ნორმატიული ჩარჩოს დახვეწაზე. ამის ნათელი მაგალითებია ის ელექტრონული სერვისები, რომელთა მიღებაც მარტივად არის შესაძლებელი ჩვენ უწყებაში. ამასთან, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ციფრული/უქაღალდო ეკოსისტემის განვითარებას კერძო სექტორში, ხოლო სახელმწიფო სერვისების მიწოდება ამ მიმართულებით, კიდევ უფრო უნდა წავახალისოთ," - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ. შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ასევე ხაზი გაუსვა, მომდინარე წელს, ADB-ს მხარდაჭერით, განხორციელებულ პროექტს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საბაჟო ფორმალობების კიდევ უფრო სწრაფ და მარტივ შესრულებას ისახავს მიზნად. სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრას საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დირექტორის მოადგილე კამელ ბუმადი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)