14:06 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:02:39, 1215 ნახვა

რეგიონი
ქედაში ქალთა სოციალურ-ეკონომიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

მათი ცნობით, სხდომას კომისიის თავმჯდომარე იმედა ვასაძე ხელმძღვანელობდა.

"აღნიშნული პროგრამით გასულ წელს 9  ბენეფიციარი დაფინანსდა.

კონკურსის გამოცხადებამდე ადმინსტრაციულ ერთულებში მოეწყობა საინფორმაციო კამპანია, სადაც მოსახლეობას დეტალურად მიეწოდება ინფრომაცია პროგრამის შესახებ, ასევე დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურები.

პროგრამის განხორციელების მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ხელშეწყობა, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

 მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა და 30 000 ლარს შეადგენს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics