18:09 - 24 May, 2026
|
2023-04-19 12:11:36, 836 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 26 პაციენტია. დაშავებულია ათობით პირი. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხანძარი სამედიცინო დაწესებულებაში, გუშინ, 18 აპრილს ადგილობრივი დროით 13:00 საათზე გაჩნდა. ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის მიზეზი ერთ-ერთ პალატაში სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული აალებადი საღებავი მასალა გახდა. მომხდარის გამო, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საავადმყოფოს დირექტორი და დირექტორის მოადგილე, ასევე სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი ფირმის ხელმძღვანელი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)