22:38 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 11:18:49, 826 ნახვა

მსოფლიო
G7 აპირებს დაბლოკოს რუსული აქტივები უკრაინაში ომის დასრულებამდე

„რუსეთის სუვერენული აქტივები ჩვენს იურისდიქციებში დარჩება მანამ, სანამ არ მოგვარდება რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული კონფლიქტი“, - ნათქვამია G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც გავრცელდა, იაპონიაში შეხვედრის შემდეგ.

„კონფლიქტის ნებისმიერმა მოგვარებამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

G7 ქვეყნები გეგმავენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას და მათ განხორციელების მონიტორინგს. გარდა ამისა, ისინი აპირებენ კოორდინირებას, რათა ხელი შეუშალონ რუსეთს იარაღის მესამე მხარის მიერ მიწოდებას და მიიღონ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც აფინანსებს რუსეთის აგრესიას.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა სახელმწიფოებმა გაყინეს რუსეთის სავალუტო რეზერვები. რუსეთის ფინანსთა მინისტრის ანტონ სილუანოვის შეფასებით, სანქციებმა მოსკოვს თითქმის 300 მილიარდი დოლარის წვდომა ჩამოართვა, რაც მისი ოქროსა და სავალუტო რეზერვების თითქმის ნახევარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics