|
2023-04-17 16:21:19, 878 ნახვა
მსოფლიო
ლატვიამ, პუტინის კრიტიკოსის კარა-მურზას განაჩენის გამო, ათობით რუსს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ლატვიის სახელმწიფო, აუკრძალავს ათობით რუსს ქვეყანაში შესვლას, რუსი პოლიტიკოსის და პუტინის რეჟიმის კრიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზის განაჩენის გამო, რომელსაც 25 წლით პატიმრობა შეეფარდა.- ამის შესახებ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა Twitter-ზე დაწერა. „მე ვგმობ დღეს რუსეთის სასამართლოს მიერ გამოჩენილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ვლადიმერ ყარა-მურზას მიმართ გამოტანილი უსამართლო და მკაცრ განაჩენს. მე გადავწყვიტე ამ გამოგონილ საქმეში თანამონაწილე 10 რუსისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ასევე მოვუწოდებ ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ“, - წერს ის. კონკრეტულად ვის აეკრძალა ლატვიაში შესვლა, რინკევიჩს არ დაუკონკრეტებია. დღეს რუს პოლიტიკოსს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზას ღალატის, „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობისა და არმიის შესახებ „ყალბების“ ბრალდებით. ყარა-მურზა 2022 წლის აპრილიდან ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი „ღალატის“ ბრალდებით და არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელების ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)