|
2023-04-14 16:25:39, 1243 ნახვა
მსოფლიო
ბელარუსი რუსეთის ბირთვული იარაღის განსათავსებლად ადგილებს ამზადებს - ბელარუსის თავდაცვის მინისტრი
ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინი აცხადებს, რომ ბელარუსი რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული იარაღის განსათავსებლად ადგილებს ამზადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია БЕЛТА ავრცელებს. ხრენინის თქმით, ბელარუსს უკვე მომზადებული აქვს აღჭურვილობა, თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება და "ისკანდერის" კომპლექსი, რომელსაც ასევე შეუძლია ბირთვული ქობინით რაკეტების გამოყენება. „საჭირო თუ იქნება, ჩვენ გვექნება სტრატეგიული ბირთვული იარაღი. ჩვენ უკვე ვამზადებთ ობიექტებს. მტრული რიტორიკა თუ გაგრძელდება, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ ძალით ვუპასუხებთ ძალას, სხვაგვარი ქმედება დასავლეთს არ ესმის“, - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)