|
2023-04-13 12:50:17, 1333 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი სანქციებზე - რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ, შედეგი იგივეა
საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რა ტერმინიც არ უნდა გამოვიყენოთ მოსამართლეთა სანქცირებასთან დაკავშირებით, შედეგი მაინც იგივეა - ამ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ აშშ-ს საზღვრის გადაკვეთა. დეგნანის თქმით, თუ საქართველოს ხელისფლებას უნდა დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებზე, ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის წლებია ცნობილია. „რა ტერმინიც არ უნდა იყოს გამოყენებული, შედეგები უცვლელია. ეს სავიზო აღნიშვნა ნიშნავს, რომ ამ პიროვნებებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც არ არიან შეერთებული შტატების მოქალაქეები არ შეუძლიათ აშშ-ში შესვლა. ამის საფუძველი ინფორმაციის სხვადასხვა წყაროა, მათ შორის საჯაროდ ხელმისაწვდომი. თუ საქართველოს ხელისფლებას უნდა დაიწყოს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებზე, ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის წლებია ცნობილია. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება იგივე შედეგით დასრულდება“,- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)