08:49 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 19:27:53, 1079 ნახვა

პოლიტიკა
დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქების გარემოცვას ახალი სანქციები დაუწესა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც უკვე დასანქცირებულ რუს ოლიგარქებს აქტივებს დამალვაში ხელი შეუწყეს.

ფინანსური სანქციების განხორციელების სამსახურის ცნობით, სანქცირებულთა შორის არიან ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი, ოქსანა მარჩენკო, რუსი პარლამენტარის და ოლიგარქის ანდრეი სკოჩის მამა ვლადიმერ სკოჩი, ნატალია ევტუშენკოვსკი და სხვები.

როგორც ბრიტანეთი აღნიშნავს, უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ფონზე, რუსი ოლიგაქრები მათი ფინანსების გადამალვას ცდილობენ და ამას ოჯახის წევრების დახმარებითა და სხვა საშუალებებით აკეთებენ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი გააგრძელებს მათთვის იმ აქტივების ჩამორთმევას, რომლებიც დამალული ჰქონდათ და პარტნიორებთან ერთად იბრძოლებენ, რათა უკრაინას მხარი დაუჭირონ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics