|
2023-04-12 10:03:10, 1330 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება - ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრი
როგორც ჩანს, ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადება,- ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. ვუ ჩინეთიდან "მომავალ საფრთხეს" გმობს და ამბობს, რომ ტაივანი უნდა მოემზადოს. „შეხედეთ სამხედრო სწავლებას და ასევე მათ რიტორიკას. როგორც ჩანს, ისინი ემზადებიან ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად. ტაივანის მთავრობა ჩინეთიდან მომავალ საფრთხეს მიუღებლად მიიჩნევს, ამას ვგმობთ... ჩინეთის ლიდერები კარგად დაფიქრდებიან, ვიდრე ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებენ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს 2025, 2027 წელი თუ შემდეგი პერიოდი იქნება. ტაივანი, უბრალოდ, უნდა მოემზადოს" - აცხადებს ტაივანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, როგორც ჩანს, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც გამართა წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, რაც ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს ნაციონალისტური სამთავრობო ძალებისა და კომუნისტურის პარტიის ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, ნაციონალისტურმა პარტიამ, ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)