|
2023-04-11 23:56:06, 1249 ნახვა
საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის მამა - არანაირი შანსი არ არის, როგორც ვხედავ, ლაზარე არის განწირული
ბავშვი გამიწირეს იმიტომ, რომ არის სხვა ვიზუალის, არადა თავისუფლად გაიზარდა და ყოველთვის მიტინგებზე გამოდიოდა, როცა იყო რობოკოპებით დარბევა, ყოველთვის გამოდიოდა, მითუმეტეს ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, - ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემამ ლაზარე თავიდანვე მისი ვიზუალის გამო ამოიჩემა, მან ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციოს იმედი ჰქონდა, მაგრამ დარწმუნდა, რომ ლაზარე განწირულია და მისი გათავისუფლების შანსები ამოიწურულია. "ბავშვი გამიწირეს იმიტომ, რომ არის სხვა ვიზუალის, არადა თავისუფლად გაიზარდა და ყოველთვის მიტინგებზე გამოდიოდა, როცა იყო რობოკოპებით დარბევა, ყოველთვის გამოდიოდა, მითუმეტეს ამ რუსული კანონის წინააღმდეგ... უბრალოდ, რომ ყოფილიყო ისეთი სასამართლო, როგორიც არის სხვა ქვეყნებში, გავყვებოდი და დავინახავდი, დამნაშავეა თუ არა ჩემი შვილი, მაგრამ თავიდანვე ამოარჩიეს ბავშვი იმის გამო, რომ არის სხვადასხვა ვიზუალის... სააპელაციოს ველოდებოდი, მეგონა, რაღაცა პატარა შანსები ჰქონდა, მაგრამ არანაირი შანსი არ არის, როგორც ვხედავ, ლაზარე არის განწირული", - განაცხადა ბექა გრიგორიადისმა. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)